>

აიტი აუთსორსინგი

 

მობილური აიტი დეპარტამენტი

მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის

 

 

 

ჩვენ ვართ თქვენთან, როცა გჭირდებით

თქვენი ორგანიზაციისთვის ჩვენ გამოვყოფთ მომაგრებულ აიტი მენეჯერს, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე და წარმოადგენს ძირითად საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირს, როგორც ტექნიკური, ასევე საორგანიზაციო კუთხით.

გეგმიური ვიზიტები

მომაგრებული აიტი მენეჯერის ვიზიტები თქვენს ოფისში, თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ

დ ე ტ ა ლ უ რ ა დ

გეგმიურ ვიზიტებს პერმანენტული ხასიათი აქვს და ხორციელდება წინასწარ შეთანხმებულ დროს (მაგალითად, ყოველ ოთხშაბათს 11:00 საათზე).

 

გეგმიური ვიზიტის დროს აიტი მენეჯერი ატარებს აიტი ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და ასრულებს დღის წესრიგში მდგარ სხვადახვა ტექნიკურ ამოცანებს.

დისტანციური მხარდაჭერა

დაშორებული წვდომა, მიმდინარე ტექნიკური პრობლემების ყველაზე სწრაფი გადაწყვეტის გზა

დ ე ტ ა ლ უ რ ა დ

აიტი პრობლემების 80%-ის მოგვარება შესაძლებელია დისტანციურად. როცა ტექნიკური დახმარება გჭირდებათ, ჩვენი დისტანციური მხარდაჭერის ჯგუფი მუდმივად ხაზზეა და სულ რამდენიმე წუთში შეძლებს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას.

ამისთვის უნდა მოგვწეროთ ვებ-გვერდზე განთავსებულ Facebook ონლაინ ჩათში.

საავარიო ვიზიტები

ტექნიკოსის ვიზიტი თქვენს ოფისში, როცა ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ვერ ხერხდება

დ ე ტ ა ლ უ რ ა დ

რეაგირება იმ ინციდენტებზე, რომელთა მოგვარებაც დისტანციურად არ ხერხდება, ადგილზე ვიზიტის საშუალებით ხდება.

 

გამოყოფილი აიტი მენეჯერი ან საავარიო ჯგუფი შეტყობინების მიღებიდან მინიმალურ დროში თქვენს ოფისში იქნება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობას დაიწყებს.

აიტი აუთსორსი

გამართული
აიტი ინფრასტრუქტურა

რომელიც სრულად პასუხობს თქვენი ორგანიზაციის ამოცანებს, ხოლო მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხებების ალბათობა

ეფექტური რეაგირება
შეფერხებებზე

 

24/7 ხელმისაწვდომობა და ტექნიკური მხარდაჭერის მოქნილი შესაძლებლობები, რაც მიმდინარე ინციდენტებზე დროული რეაგირების საშუალებას იძლევა

კომპიუტერული სერვისი
აიტი აუთსორსი

მომსახურების
ხარისხის გარანტია

კომპანია, რომელსაც უკვე 10 წელია ენდობიან და პროფესიონალების გუნდი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომსახურების ხარისხზე

დაგვიკავშირდით

ოფისი

ც.დადიანის ქ.N7  ( ცენტრი ქარვასლა ) 

სამუშაო საათები

ჩვენთან 24 საათიანი მომსახურება

თიბისი ბანკის სტარტაპერის სიაში

Call Now Button